PARARA

სახალისო დიდი გასაფერადებლები, ყველა ასაკის ადამიანისთვის.

მისია

კომპანია პარარას მიზანია შექმნას ახალი სახალისო და შემოქმედებითი პროდუქტი მთელი ოჯახისთვის, რომელიც ბავშვებს და უფროსებს საშუალებას მისცემს ერთობლივად გააფერადონ და გაიხალისონ ცხოვრება.

ჩვენს შესახებ

პარარა

პარარა ქმნის ახალ სახალისო და შემოქმედებით გრაფიკულ გასაფერადებლებს ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი გრაფიკაშექმნილია ქართველი მხატვრების - გია გორდეზიანისა და შალვა ჯაფარიძის მიერ.

განსხვავებული ზომის პანორამული გრაფიკა, საინტერესო თემები, გემოვნებიანი და ხარისხიანი ვიზუალი მიმზიდველს ხდის მას როგორც პატარებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის, რაც საშუალებას აძლევს ოჯახის წევრებს, ერთობლივად გააფერადონ და გაიხალისონ ცხოვრება.

გასულ წელს კომპანია პარარამ ორი კოლაბორაციული პროექტი განახორციელა სანტე ლოკო მოკოსთნ და სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიასთან ერთად, სადაც სპეციალურად შექმნილი თემატიკით შექმნილი გასაფერადებლები აქციის ფარგლებში დარიგდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამ ეტაპზე პარარას გასაფერადებლების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ თბილისში, საბავშვო და წიგნის მაღაზიებში. ასევე, ვებ-საიტის მეშვეობით (საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით). სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქტის რეალიზაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

ლოკაცია

ჩევენი გასაფერადებლების შეძენა შეგიძლიათ STALL Market-ზე

მაღაზიები:

ცეროდენა (ალ. ყაზბეგის გამზ.N 20)

გარაჟი 11( გ. მაზნიაშვილის ქ. N33)

Black dog shop (ნინოშვილის ქ. N 8, Fabrika)

სანტა ესპერანზა ( სანქტ-პეტერბურგის ქ.12 ; ანა კალანდაძის ქ. (ყოფ. ბულაჩურის 4 ;ვაჟა-ფშაველას 73 (მეტრო ვაჟა-ფშაველა)

შაქრო ბაბუა (ჭავჭავაძის გამზ. 17ბ)

kids salon (სულხან ცინცაძის ქ. 46 (ყოფილი საბურთალოს ქ. 46)

მისამართი

თბილისის, ლადო კავსაძის 4